Powered By Blogger

воскресенье, 6 января 2013 г.

ადამიანი VS მეხსიერება


 
მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. 
ოცდაათ წლამდე ადამიანები ვერ ამჩნევენ რომ რაღაც-რაღაცეები ავიწყდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხსიერება ისევე უარესდება როგორც, მაგალითად 60 წლის ადამიანის. ეს იმას უკავშირდება, რომ ოციდან ოცდაათ წლამდე ადამიანი ძალიან ბევრ ინფორმაციას ითვისებს და ამიტომაც მისთვის “კოგნიტიური კაპიტალის” დაკარგვა საკმაოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ყოველდღიურ მეხსიერებაზე არ იქონიებს გავლენას. მიჩიგანის სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად სწორედ 25 წლიდან იწყება მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების ეტაპობრივი გაუარესება.
კვლევაში, რომლის ხელმძღვანელიც დენის პარკი იყო, 350 ოციდან – ოთხმოცდაათ წლამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაასკვნა ინსტიტუტმა, რომ ადამიანის გონებრივი დაბერება ასეთი ადრეული ასაკიდან იწყება. მიუხედავად ამისა, ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად გროვდება, რაც ამ მცირე დანაკარგების კომპენსირება ახდეს, ამიტომ ადამიანი ასაკთან ერთად არ დეგრადირდება და 50 წლამდე ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებს. ამჟამად დენის პარკი მუშაობს თავის ტვინის დაბერების ფონზე, მისი ფუნქციონირების გაუმჯობესების მეთოდებზე.
ადამიანის მეხსიერება მისი შესაძლებლობების უმაღლეს წერტილს 25 წლის ასაკში აღწევს, ამ დროს თავის ტვინს წამში 200 ბიტი დამახსოვრება შეუძლია, ამის პარალელურად შეუძლია აკონტროლოს ტანის მოძერაობას, რაც კომპიუტერის შესაძლებლოებბსაც კი აჭარბებს ზოგიერთ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები არც ისე სასიამოვნოა, მაგალითად უკვე ვიცი, რომ დაახლოებით 2 წელიწადში მეხსიერება უკვე მუდმივ დეგრადირების ფაზაში შედის, საგანგაშო არაფერია, რადგან ზოგადად ადამიანის მეხსიერება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, 70 წლამდე მაინც მეტ-ნაკლებად საკმაოდ ძლიერი რჩება.
ეგრედ წოდებული “ეპიზოდური მეხსიერება”, რომელიც ჩვენი გამოცდილებასა და კონკრეტულ დროში მომხდარ მოვლენებზეა პასუხისმგებელი დაბერების პარალელურად განიცდის ცვლილებებს. მეორეს მხრივს, პროცედურული მეხსიერებაა, რომელიც ძალიან მცირე ან თითქმის არანაირ ცვლილებებს არ განიცდის ასაკთან ერთად, მოკლე-დროის მონაკვეთებზე “პასუხისმგებელი” მეხსიერება აგრეთვე ნაკლებად განიცდის გაუარესებას, ხოლო რაც შეეხება სემანტიკურ ცოდნას, რომელშიც მაგალითად სიტყვათა მარაგი შედის, ასაკთან ერთად უმჯობესდება.
თავის ტვინის სტრუქტურა მთლიანობაში დროსთან ერთად არ იცვლება, თუმცა არც ახალი ნეირონების წარმოქმნა ხდება, უბრალოდ მათ შორის კავშირი დროსთან ერთად იცვლება, მაგალითად დაკავშირებულია სწავლის პროცესთან, რის დროსაც ნეირონული უჯრედები უფრო და უფრო ძლიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ასაკთან ერთად ეს კავშირები სუსტდება, ზუსტად ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური პროცესები ხდება უფრო და უფრო ფრაგმენტული.
 
    
წყარო:http://icode.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий