Powered By Blogger

понедельник, 24 декабря 2012 г.

"ლაიკა'

                  მე დღეს მინდა დავწერო ჩემს საყვარელ ცხოველზე.ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველი არის ლაიკა.ის ძლიერი და ლამაზია.ალბათ ყველას უყვარს ეს ცხოველი.
              ლაიკა — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.










                                                                ლაიკა ციმბირული                                                            1)  წარმომავლობა-ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.

                                           2) ჯიშის დახასიათება- დასავლურ-ციმბირული ლაიკის თავი ზევიდან შეხედვისას სამკუთხა ფორმისაა, ზომიერად ფართო თხემის ნაწილით. კეფის ნაწილი ოდნავ მომრგვალებულია. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია, მაგრამ არა მკვეთრად. დრუნჩი წვეტიანი და გრძელია, მაგრამ არა ვიწრო. ტუჩები მჭიდროდ მიკრობილია, თვალები – შედარებით პატარა, ივალური ფორმის, ირიბად დასმული, ნებისმიერი შეფერილობისას – მუქი თაფლისფერი ან თაფლისფერი. ყურები მდგომი, მაღლა დასმული, მოძრავია, გამოწეული, სამკუთხა ფორმის. კორპუსი ოდნავ გაჭიმულია, კისერი – კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე, ოვალური, თავის სიგრძის ტოლი. მკერდი კვერცხისებრია, ფართო და გრძელი, აღწევს იდაყვებს. ზურგი ძლიერი, სწორი და ფართოა, წელი – მოკლე, კუნთოვანი, მუცელი – აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი. თათები ოვალურია, თითები შეგროვილია გუნდაში, შუა თითები რამდენადმე დიდია სხვებზე. კუდი შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან გვერდზე, ასევე ნამგალისებურად, მაგრამ ამასთან დაბოლოება ზურგს ეხება. იგი კარგადაა ჩამოშვებული სწორი უხეში თმით. ბეწვი უხეში, სწორი, ხშირია, ქინქლი კარგად განვითარებულია, თავზე და კიდურების წინა მხარეზე – მოკლე. უფრო გრძელი ბეწვი წარმოქმნის საყელო ანაძენძს. შეფერილობა: თეთრი და ამლაკი, ნაცრისფერი, წითური და მურა ყველა ელფერით. ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა, თეთრი შეფერილობისას – ყავისფერი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 55-62 სმ, ძუ – 51-58 სმ. წონა: 18-23 კგ.

                                             3)ყოლა და მოვლა- სახლში დასავლურ-ციმბირული ლაიკის ყოლა შეიძლება ტყეში ან პარკში ხანგრძლივი სეირნობების პირობით; ქალაქში გასეირნება უნდა მოხდეს მხოლოდ თასმით, რადგანაც ეს თავისუფლების მოყვარული ძაღლია და მიისწრაფვის დიდი ტერიტორიების დათვალიერებისაკენ. ძაღლი ძალიან სუფთაა, ბეწვი მუდმივ მოვლას არ საჭიროებს.           
წყარო: http://ka.wikipedia.org

понедельник, 17 декабря 2012 г.

"სასწაულები"

მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას

ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ, ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?!“
ჩვენი კეთილმსახური წინაპრებისათვის ასეთი დაეჭვება, რა თქმა უნდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. მათ კარგად უწყოდნენ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყეველად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ადამიანთა რწმენასაც კაცობრივი ამაო შეხედულებები კი არ განამტკიცებდა, არამედ ის ნიშნები და სასწაულები, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.
აი, რამდენიმე ასეთი უმნიშვნელოვანესი სასწაული:

მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რაც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს

ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება ხოლმე, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით - მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება. და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი

ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი

კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელთაგან.
მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში (ეს სასწაულიც აღესრულებოდა ისევ და ისევ ძველი სტილით - იულიანური კალენდრის მიხედვით) და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა! (1997 წელს ამ ხატის მცელი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).

წმიდა ჯვარის გამოცხადება

ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.

ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ!

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, - მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად“ წმიდა იოანე დამასკელი წერს: „პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა“.
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.
XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ“.
აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთღვრით ლოცულობდა.
და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: - „ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!“ ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერცერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას, გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად!
წიგნიდან: „მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი“, თბილისი, 2002

четверг, 13 декабря 2012 г.

"ტრადიციები"

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხარშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისაგან ამზადებენ თაფლს სახელად - ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა
აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინასაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს - ბაქმაზს იყენებენ.  1)





მესხური (აპოხტის ხინკალი)




მასალა:

ცომი:

ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.

მარილი გემოვნებით.



შიგთავსი:

აპოხტი 1კგ.

ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.



მომზადება:

წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი''. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი).



შიგთავსის მომზადება:

აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.                  2)მესხური (თათარბერაკი)                          




მასალა:

ცომი:

ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.მოსასხმელად:

ხახვი 2–3 თავი

ნიორი 1 თავი

მაწონი  500მლ.

ზეთი შესაწვავად.

წყალი ნახევარი ჭიქა.



მომზადება:

წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი). შემდეგ გავაბტყელოთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი. გაბრტყელებული ცომი დავჭრათ რომბებად (როგორც გოზინაყს ჭრიან ისე). ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, როდესაც წამოდუღდება ჩავყაროთ მარილი, მოვურიოთ, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი და მოვხარშოთ. მოხარშული ცომი გადმოვიღოთ სასურველ ჭურჭელზე, მოვასხათ ზეთში შემწვარი ხახვი, ნიორწყალი (ნიორი წინასწარ დავნაყოთ და გავსხნათ წყალში ჭიქაში), მაწონი და ავურიოთ ან არ ავურიოთ.

                                                  3)გოზინაყი                                                                                                                                
                          მასალა:                    1 კგ. ნიგოზი          
                                                             700 გრ. თაფლი
                                                             60 გრ. შაქარი                                    
1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით აირღუმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.

2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.

3) მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და ჩაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. ხუთი წუთის შემდეგ მთელი მასა გადმოიღეთ ფიცარზე, სწრაფად გააბრტყელეთ დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე, კარგად გაასწორეთ და ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი სასურველ ფორმებად დაჭერით დიდი მჭრელი დანით.

4) თეფშს დააფარეთ კალკის ქაღალდი და დააწყვეთ გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად. შეინახეთ გრილ ადგილას.                                                 

среда, 12 декабря 2012 г.

"ტრენინგის შთაბეჭდილებები"

ჩვენ დავწერეთ თემა "რა არის დემოკრატია".მასწავლებელმა გვითხრა რომ ჩვენმა ნაწერმა მოწონება დაიმსახურა,და უნდა წავსულიყავით ტრენინგზე.როცა მივედით ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა.დაიწყო ტრენინგი დავიწყეთ საუბარი საინტერესო თემაზე დემოკრატიაზე,ადამიანის უფლებებზე.დავიყავით ჯგუფებად გავინაწილეთ პოზიციები ავიგეთ ერთი თემა და განვიხილეთ. დიდი გამოცდილება მივიღე.როცა მთავრდებოდა ვფიქრობდი ნეტავ არ დამთავრდეს ეს ტრენინგი.ეს ტრენინგი შემეცნებითი და ბევრის მომცემი გახდა.ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროექტში და ასევე ჩვენს ტრენერებს.

суббота, 8 декабря 2012 г.

"ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე"

       ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე?დაუსვი ჩემს თავს კითხვა,როდის იყო ესეთი დღე ჩემს ცხოვრებაში.პასუხი მარტივია ყოველი დღე ბედნიერია ყოველი დღისაგან ახალს მოელი.პირველი იმით ვარ ბედნიერი რომ დავიბადე,შემიძლია ცხოვრებაში რაღაც გავაკეთო და მივაღწიო ჩემს მიზანს.ბედნიერი ვარ იმით როცა გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს  ვიცი რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია.ყოველდღე შენს თავს უნდა ჰკითხო"აბა მე დღეს ვის რა ვარგე".მე ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.    ერთ დღეს შევიკრიბეთ და წავედით და-ძმის ეკლესიაში.იქ დავანთეთ სანთლები.გავიხსენეთ პოეტები,გავერთეთ,ტყე დავასუფთავეთ და წამოვედით.გზაში გავიხსენეთ ჩვენთვის  ყველაზე სასაცილო,წარმატებული დღეები.მე ეს დღე არ დამავიწყდება ,ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იქნება და მას ვერავინ წაშლის.

პლურალიზმი

ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების,ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.ადამიანებს ერთნაირი შეხედულება რომ ჰქონდეთ ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდებოდა.პლურალიზმი  ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.მაგალითად  სკოლაში საუბარი დაიწყო პლურალიზმის შესახებ.ყველამ თავისი აზრი დააფიქსირა,მეც ჩემი აზრი გამოვთქვი ისე რომ სხვისი აზრი არ შეურაცხყვე.საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება,  მჭიდროდ არის დაკავშირებული პლურალიზმთან.ახალციხეში არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები.მათ აქვთ თავისი შეხედულებები ამ საკითხზე და მათ შეხედულებას პატივს სცემენ მოქალაქეები.ამის გამო მათ არ ეშინიათ აზრის გამოთქმა.