Powered By Blogger

четверг, 13 декабря 2012 г.

"ტრადიციები"

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი - დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი - წვრილად დაჭრილი ცომის მოხარშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისაგან ამზადებენ თაფლს სახელად - ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა
აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა.სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ წარმოშობით ფრანგი კათოლიკეები. ისინი მიირთმევენ ლოკოკინასაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს - ბაქმაზს იყენებენ.  1)





მესხური (აპოხტის ხინკალი)




მასალა:

ცომი:

ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.

მარილი გემოვნებით.



შიგთავსი:

აპოხტი 1კგ.

ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.



მომზადება:

წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი''. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი).



შიგთავსის მომზადება:

აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.                  2)მესხური (თათარბერაკი)                          




მასალა:

ცომი:

ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.მოსასხმელად:

ხახვი 2–3 თავი

ნიორი 1 თავი

მაწონი  500მლ.

ზეთი შესაწვავად.

წყალი ნახევარი ჭიქა.



მომზადება:

წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი). შემდეგ გავაბტყელოთ ფიცარზე გაცილებით თხლად, ვიდრე ხინკლების დროს იჭრება ცომი. გაბრტყელებული ცომი დავჭრათ რომბებად (როგორც გოზინაყს ჭრიან ისე). ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, როდესაც წამოდუღდება ჩავყაროთ მარილი, მოვურიოთ, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი და მოვხარშოთ. მოხარშული ცომი გადმოვიღოთ სასურველ ჭურჭელზე, მოვასხათ ზეთში შემწვარი ხახვი, ნიორწყალი (ნიორი წინასწარ დავნაყოთ და გავსხნათ წყალში ჭიქაში), მაწონი და ავურიოთ ან არ ავურიოთ.

                                                  3)გოზინაყი                                                                                                                                
                          მასალა:                    1 კგ. ნიგოზი          
                                                             700 გრ. თაფლი
                                                             60 გრ. შაქარი                                    
1) გოზინაყის მოსამზადებლად კარგი ხარისხის თეთრი ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და შედგით აირღუმელში ნელ ცეცხლზე. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას. როცა კანი მოცლას დაიწყებს, გადმოიღეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ხელის მოსმით გააცალეთ კანი. დაჭერით წვრილად.

2) თუჯის ჭურჭელში ჩადეთ თაფლი, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ ათი წუთი და დადეთ გასაცივებლად, შემდეგ ისევ დადგით, მორევით აადუღეთ და კვლავ ათი წუთით ადუღეთ. ასე მოიქეცით მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და ჩააწვეთეთ შიგ თაფლის წვეთი; თუ თაფლი გამაგრდა და არ დაიშალა, ესეიგი მზადაა.

3) მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და ჩაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. ხუთი წუთის შემდეგ მთელი მასა გადმოიღეთ ფიცარზე, სწრაფად გააბრტყელეთ დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე, კარგად გაასწორეთ და ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი სასურველ ფორმებად დაჭერით დიდი მჭრელი დანით.

4) თეფშს დააფარეთ კალკის ქაღალდი და დააწყვეთ გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად. შეინახეთ გრილ ადგილას.                                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий