Powered By Blogger

понедельник, 28 января 2013 г.

არგონავტები


არგონავტების შეკრება 


არგონავტების შეკრება
იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: ესონიამითაონი და ფერესი. ტიროს მანამდეც ჰყავდა პოსეიდონისაგან ორი შვილი: ნელევსიდა პელიასი. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო ალკიმედე და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს იასონი ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.
იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ ჰერას ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.

არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული პელევსი თავის ვაჟს,აქილევსს აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ ქირონს უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.
იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა პოსეიდონის საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი ოქროს საწმისზე და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს ფრიქსეს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „არგო“ ეწოდა. მის ცხვირში თავად ათენამ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია. [1]. დიოდორე კი მათ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია. [2]. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 [3], სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა [4]. საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასახელებს 90–მდე არგონავტის სახელს.

 

კოლხეთში ჩასვლა 

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმულებმა დარჩენა, ხოლო იასონი ფრიქსეს ვაჟებთან და ორ მეზღვაურთან, ტელამონთან და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეაც. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდეტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა. მედეას გულში ისრის სტყორცნით, საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეებაჰეფესტოს მიერ გამუჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ის დანარჩენებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსეს შვილებიდამ მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხვნევა. ის ქალაქში დაბრუნდა, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით. მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა მედეა დაეწმუნებინა, რომ ის არგონავტებს დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არგოსმა დედა დაიყოლია. ქალკიოპე მედეას შეხვა, რომელმაც დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა. ეს წამალი მზადდებოდაპრომეთეს სისხლისაგან აღმოცენებული მცენარისაგან. ქალკიოპემ ეს შვილებს აუწყა, რომელთაც თავისთავად არგონავტები დააიმედეს.

საწმისის მოპარვა [რედაქტირება]

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა მას.[5]
იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგანგველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესისველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამატის გუთანთან. მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იაზონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ხოდაბუნი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ. იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთშ დაუწყეს ჟლეტა. ამით ისარგებლა იასონმა მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა.
ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა. როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენგაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.

დევნა და დაბრუნება [რედაქტირება]

აფსირტეს მკვლელობა [რედაქტირება]

აიეტმა შეიტყო თუ არა ყოველივე, მაშინვე „არგოს“ დაადევნა უამრავი ხომალდი და თავად აფსირტემედეას ძმა. მინიელები ისტროსის სანაპიროს აუყვნენ დაადრიატიკის ზღვაში შესცურეს, მაგრამ არტემის ბრიგეისის კუნძულებთან მათ კოლხები წამოეწივნენ. არგონავტები შეტაკებას მოერიდნენ და კუნძულზე გადავიდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ოქროს საწმისის თავისთან დატოვება, ხოლო მედეა კი იქვე არტემიდას ტაძარში უნდა გადაეყვანათ და რომელიმე იქვემდებარე ქვეყნის მეფეს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი. მედეამ ეს გაიგო და ისევ ვერაგობას მიმართა. მან საკუთარი ძმა დაარწმუნა, თითქოს არგონავტებმა ძალით გაიტაცეს და მასთან მარტოდმარტო სურდა საუბარი. აფსირტე მოტყუვდა და დასთან მარტო მივიდა, მაგრამ იქ იგი იასონმა მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტები მარტივად გაუსწორდნენ და გზა განაგრძეს, ხოლო გადარჩენილმა კოლხებმა კი აიეტის შიშით უკან დაბრუნება ვერ გაბედეს და იქვე დასახლდნენ.

ისტროსიდან ფეაკებამდე [რედაქტირება]


არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი
არგონავტებმა მიაღწიეს კუნძულს ელექტრისს, საიდანაც მშვიდობიანად გასცდნენ ზღვაში ამოზიდულ მრავლარიცხოვან კუნძულებს. ჰილეელების დახმარებით მათ ჩაუარეს ლიბირნიდის კუნძულებს, კერკირას, მელიტეს, კეროსოსს და ნიმფაეს. მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ ისინი ელექტრისის კუნძულზე დააბრუნა და ათენას მიერ გემზე ჩარჭობილი მეტყველი მორის საშუალებით გმირებს აუწყა, რომ ისინი სამუდამოდ ზღვაში იხეტიალებდნენ თუ კირკე არ განწმენდდა იასონსა და მედეას აფსირტეს მკვლელობისაგან. მინიელები მდინარე ერიდამოსის შესართვისკენ გაემართნენ და მის ერთ-ერთ ტოტში შესცურეს, რომელიც ოკეანოსის უბისაკენ მიედინებოდა, მაგრამ არგონავტები ჰერამ იხსნა, უკან დააბრუნა და ის გზაც ასწავლა, რომლითაც შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. არგონავტებმა, ჰერას დახმარებით, ჩაუარეს კელტებს, ლიგიებს, სტოიქადების კუნძულებს და გადავიდნენ კუნძულ ეთალიდეზე, საიდანაც ავსონიის ზღვის ტალღებში შესცურეს და მიადგნენ აიას განთქმულ ნავსადგურს, სადაც აიეტის და კირკე მეფობდა. გმირები „არგოსთან“ დარჩნენ, მხოლოდ იასონი და მედეა გაემართნენ კირკეს სასახლისკენ. კირკემ შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ ზევსის შიშით მაინც ჩაატარა განწმენდის რიტუალი. შემდეგ დაწვირლებით დაუწყო ვინაობის გამოკითხვა. მედეამ მამიდას კოლხურ ენაზე ყველაფერი მოუყვა, აფსირტეს მკვლელობა გარდა. ეს არ გამოპარვია კირკეს, მაგრამ ძმისშვილი შეებრალა და ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა.
ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომაიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მხოლოდ ბუტე მოაჯადოვეს, რომელიც ზღვაში გადაეშვა. აფროდიტემშეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი ორფევსმა გადაარჩინა, რომელმაც თავისი სიმღერით ჩაახშო სირინოზების ხმა.
არგონავტებმა ნერეიდების დახმარებით გაიარეს სკილას სალი კლდე, ჩაუარეს თრინაკიას და მიადგნენ ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფობდა ალკინოოსი. ალკინოოსმა მინიელები კარგად მიიღო, მაგრამ ამ დროს კუნძულს კოლხთა არმია მიადგა, რომელიც მედეას დაბრუნებას ითხოვდა. ფეაკთა მეფემ გადაწყვიტა, რომ მედეას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა კოლხებს, თუკი იგი ქალწული აღმოჩნდებოდა, ხოლო თუკი უკვე ექნებოდა იასონთან გაზიარებული საწოლი, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მოაცილებდა ქმარს. არგონავტებმა ეს წინასწარ გაიგეს და იმ ღამესვა შეასრულეს საქორწინო რიტუალი. ალკინოოსმა პირობა შეასრულა და მედეა მინიელებთან დატოვა. კოლხებმა კი უკან გაბრუნება ვერ გაბედეს და ფეაკთა კუნძულს შეაფარეს თავი.

საბერძნეთში დაბრუნება [რედაქტირება]

„არგო“ პელოპონესს მიუახლოვდა, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის გამო ლიბიის ზღვით სირტისის უბეში აღმოჩნდნენ, საიდანაც გემები უკან ვერ ბრუნდებოდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩაგდებული მინიელები ლიბიის მფარველმა ღმერთებმა შეიწყალეს და იასონს აუწყეს:

 

სამი არგონავტის თათბირი„არგოსთან“ კრეტის სანაპიროზე. წითელფიგურიანი კრატერის დეტალი.
იასონმა ვერაფერი გაიგო, ამიტომ ყველაფერი თავის მეგობრებს მოუყვა. უეცრად ზღვიდან ცხენი ამოხტა და ქარივით მალი ფეხებით გაჭენდა. დაინახა თუ არა ეს პელევსმა, მიხვდა, რომ მათი დედა „არგო“ იყო, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე ატარა მუცლით. არგონავტებმა გემი ასწიეს და თორმეტი დღის განმავლობაში ატარეს ტრიტონის ტბამდე. აქ მათ ორი მეგობარი დაკარგეს: კანთოსი მოკლა კეფავროსმა, ვისი ფარის გატაცებაც უნდოდა გმირს და მოპსოსი, რომელიც ლიბიური გველის ნაკბენისაგან გარდაიცვალა. აქ მინიელებს გამოეცხადათ ღმერთი ტრიტონი, რომელმაც გმირებს გადასცა მიწის ბელტი და სამშობლოში დასაბრუნებელი გზა მიასწავლა. შემდეგ ისინი კრეტას მიადგნენ, მაგრამ ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც სპილენძის ბუმბერაზმა ტალოსმა ხომალდს ლოდები დაუშინა. აქაც მედეამ იხსნა არგონავტები. მან მოაჯადოვა ტალოსი, რომელმაც ლოდის წვერს ქუსლი წამოსდო და სისხლისგან დაიცალა. არგონავტები კვლავ ზღვაში გავიდნენ. მათ ევფემესსიზმრის თანახმად, ზღვაში ტრიტონისაგან ნაჩუქარი ბელტი ისროლეს, საიდანაც შემდეგ კუნძული წამოიმართა. გმირებმა აქედან მიაღწიეს ეგინის ნაპირებს, ხოლო შემდეგ პაგასის ნაპირებამდე ისე იმგზავრეს, რომ გზად არანაირი ხიფათი არ შეხვედრიათ.

  წყარო:http://ka.wikipedia.org


суббота, 12 января 2013 г.

"სტერეოტიპები და ცრურწმენები"

1)რა არის ცრურწმენა?ყოველგვარი სხვა რწმენა,გარდა რწმენისა წმინდა ჭეშმარიტებაში   არის ცრურწმენა.საფუძველს მოკლებული,მიკერძოებული უარყოფითი შეხედულებები და შეფასებები  გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ                                                                                                              2)რა არის სტერეოტიპი?კულტურათა  შორის კომუნიკაციის  ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი.                                                                                                                              ***სტერეოტიპი***                                                                                                   სტერეოტიპები არსებობს მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, მე სულაც არ მომწონს როდესაც თვლიან რომ რადგანაც მსუქანი ვარ, ამიტომაც უნდა მიყვარდეს ქეიფი, დალევა და ასე შემდეგ მაგრამ რა ვქნა სტატისტიკურად ჩემნაირი გარეგნობის ტიპების უმრავლესობა ასეთია და მე  მხოლოდ გაბრაზება მრჩება. მაგრამ ერთიც არის სტერეოტიპები ცვალებადია, აი როგორ და რატომ იცვლება ამას  ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც წესი რჩება ხოლმე მხოლოდ გაბრაზება,ან ნაგვიანები რეაქცია.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა გარემოებები არ ახდენენ გავლენას  უბრალოდ მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, მაგ საბჭოთა კავშირში არსებული სტერეოტიპი ქართველებზე დაკავშირებული იყო, იმ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან  რომელიც ეკავა ქართველებს საბჭოთა კავშირში, მდიდარი აგრარული ქვეყანა რომლის მაცხოვრებლებს სხვა ანალოგიურ კლასებთან შედარებით საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა აგროწარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული,  რადგანაც საბჭოთა კავშირში "კარგ ტონად" არ ითვლებოდა დაგროვება(ხშირად ისჯებოდა კიდეც)  საშუალო სტატისტიკური ქართველს სხვა არაფერი რჩებოდა გარდა იმისა რომ მოპოვებული  ფული დაეხარჯათ სხვადასხვა გასართობებზე, ამიტომაც საბჭოეთში  ქართველები ასოცირებულები იყვნენ მიმინოს ტიპაჟთან და რა დასამალია და სრულიად არ სწყინდათ ჩვენი მამების თაობას ეს რეალობა.

საგულისხმოა მიმინოს მაგალითიც, სტერეოტიპები ყველაზე იდეალური საშუალება კარგი კინოპროდუქტის შესაქმნელად, რაც უფრო მეტად არის მთავარი გმირები მიახლოებული ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლის სტერეოტიპზე მით უფრო საინტერესოა და სასაცილოა ფილმი თუ განსაკუთრებით სერიალები. ავიღოთ ყველაზე წარმატებული ამერიკული სიტკომები, ყველაზე კარგ სერიალებში არსებული გმირები მიუხედავად სხვა რეალობისა ჩვენთვისაც ახლობელია და ასე თუ ისე ვხდებით მათ პრობლემებს, მართალია არსებობს გამონაკლისიც,  ეს თანამედროვე ქართული კინო და სერიალების წარმოებაა, სერიოზული სამეცნიერო კვლევა დაგჭირდებათ ისეთივე გმირები მოძებნოთ რეალობაში როგორიც ფილმებში და განსაკუთრებით  სერიალებშია, რატომღაც ჩვენთან კინომწარმოებლებს მიაჩნიათ რაც უფრო არანატურალური და მოგონილი გმირები იქნება მით უფრო კარგია ეს მაყურებლებისთვი, აღარაფერს ვამბობ კინოთი სერიოზულად დაინტერესებულ ხალხზე. 

სტერეოტიპები ცვალებადი კატეგორიაა, მაგ სოციოლოგიის  კლასიკოსი მაქს ვებერი თავის მთავარ ნაშრომში პროტესტანტურ ეთიკას როგორც კაპიტალიზმის წამმართველ ეთიკას უპირისპირებს კონფუციანისტურს, როგორც ნიმუშს ჩამორჩენილობის და სტაგნაციის, მართლაც იმდროინდელი ჩინეთი, იაპონია და აღარაფერს ვამბობ სხვა პატარა ქვეყნებზე  ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაგალითს წარმოადგენდა, აი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კონფუციანისტური  ეთიკა  გადაიქცა შრომისმოყვარეობის და წარმატებულის ნიმუშად, მაგ ფილმში "up in the air" ჯორჯ კლუნის გმირი თავის სტაჟიორს ურჩევს რომ თვითმფრინავში გაფრენის წინ ყოველთვის აზიელების უკან დადგეს რადგანაც მათ იციან რომ ყოველი წუთი ფასეულია, ესეც ახალი თანამედროვე სტერეოტიპი.                                                                                                                  ***ცრურწმენა ***                                                                                                                                                 ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა 
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. . . ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი.    მე, არ მჯერავს ცრურწმენების,ხშირად ყოფილა შემთხვევა  უთქვამთ 13 ცუდი რიცხვია ცუდის მომტანია თუ არა 13 რიცხვი ჩემთვის იღბლიანი რიცხვია და ყოველთვის კარგი მოაქვს                                      ასევე ბებიამ მასწავლა ხელში საპონი არ უნდა მიცე ადამიანს ცუდია. მე კი არ მჯერავს.ბევრია ასეთი შემთხვევა თუნდაც მოვყვები 2-3 დღის წინ მომხდარ ამბავს:                                                 axla ragacas gtxov da exla ar

momwero roca mogwer mashin tu

gmerti giyvars es werili gaugzavne

imdens ramdeni wlisac xar da am

games saswauli moxdeba gadaoba

ar gegonos simartlea gasagzavnad 2

saati gaq tu ar gagzavni am werils

10 ubedureba moxdeba shens

siyvarulshi werili ukan ar

damibruno ravna mec gamomigzavne. ასეთი ესემესი მომივიდა,მე მაშინვე მივწერე რომ არ მჯერავს ამის ღმერთი ადამიანს ეხმარება განსაცდელს აცილებს და თუ არ გავაგზავნი ცუდი რამე მოხდებააა.ეს სიცრუეა ჩემი აზრით ღმერთი ამას არ დაუშვებს.და რაც გინდა მოხდეს არანაირ ცრუ რწმენას არ დავიჯერებ.ამბობენ შავი კატა თუ გადაგირბენს ცუდად წაგივა დღე და ცუდ ამბებს გაიგებო რამდენჯერ გადაურბენია მაგრამ არც არაფერი მომხდარა       .მე მინდა მივმართო ჩემს მკითხველს არანაირი ცრურწმენა არ დაიჯერონ.აქვე მინდა ჩვენი პატრიარქის სიტყვები გავიხსენო                                                                                                                            "ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ,                                                                                                           ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,                                                                                                                იფიქრე კარგი და დაინახავ რომ ყველაფერი კარგად იქნება".თუ კარგს იფიქრებ                     ყველაფერი კარგად იქნება.არანაირი ცრურწმენა არ ახდება.                                                                                                                    

понедельник, 7 января 2013 г.

ყვავილის ბაღი

ყვავილების ყველაზე დიდი ბაღი მდებარეობს ჰოლანდდის ქალაქ ლისსეში.
ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ყვავილების ბაღი კეკენხოფი (36 სურათი)

ტკბილი შედევრები


ქალების უმრავლესობას ორი სისუსტე აქვს, ფეხსაცმელი და შოკოლადი. ბრიტანელმა ქალბატონმა Frances Cooley გადაწყვიტა გაეერთიანებია ეს სისუსტეები და მიიღო შოკოლადის ფეხსაცმელი. მართალია მათი ტარება შეუძლებელია, მაგრამ დესერტად მათი მირთმევა დიდი სიამოვნება იქნება...CHOC SHOE 01
შოკოლადის ფეხსაცმელების დამზადება ავტორმა ათიოდე წლის წინ დაიწყო და დღეს მისი "ტკბილი შედევრები" ლონდონის ცნობილ მაღაზიებში იყიდება...
shoes-2_1563598i
წყარო:http://www.face.ge