ახალციხე, (ძვ. ლომსია), ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონისადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:
„ |
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია, ე ჯაჭვი ჩემი ძმისია მესხეთით (შავშეთით) წამოღებული შავგრემანაის ყმისია. | “ |
ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვისმარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა , ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.
ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს,ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.
XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.
1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს
ახალციხე
|
Комментариев нет:
Отправить комментарий