1)ციგურები ყინულზე ჩქაროსნული სრიალისათვის.
ციგურის დანის სიგრძე დამოკიდებულია სპორტსმენის ფეხის ზომაზე, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული არ არის. (სპორტსმენის ფეხის ზომაზე უფრო დამოკიდებულია ციგურის ლანჩზე მისამაგრებელი პლატფორმები, ვიდრე დანის პირის სიგრძე, მაგრამ ციგურების დამამზადებელი ფეხის ზომის მიხედვით ამზადებს შესაძლო მაქსიმალური სიგრძის დანის პირებსაც). ფეხსაცმელი არის ღრმად დახურული, მაგრამ არ არის მაღალყელიანი. აქვს ზონარიანი შესაკრავი მთელს სიგრძეზე, ფეხსაცმლის ცხვირიდან ყელამდე. დამზადებულია მეტად რბილი ტყავისაგან, აქვს რბილი საფენები და ისეა მომჯდარი მოციგურავეს ტერფზე, რომ ტერფი და ციგური შეიგრძნობა როგორც ერთი მთლიანი.
ციგურები ყინულზე ჩქაროსნული სრიალისათვის მნიშვნელოვნად განსხვავდება ჰოკეისტებისა და ფიგურული სრიალის ციგურებისაგან. განსხვავდება როგორც თვით ციგურები, ასევე ფეხსაცმელი, რომელზედაც იგი არის დამაგრებული, განსხვავდება აგრეთვე ფეხსაცმელზე დამაგრების სქემით. ძირითადი განსხვავება არის ციგურის დანის სიგრძეში, მისი პირის სისქესა და ყინულზე მოსრიალე ზედაპირის ფორმაში. ჩქაროსნული მოციგურავეს ციგურების დანა არის გრძელი (30-40სმ) და თხელი (დაახლოებით 1.3მმ), ყინულზე მოსრიალე ზედაპირი არის განივად სწორი, ხოლო სიგრძივ ძირითადად წრფივია, მხოლოდ ოდნავ არის გამრუდებული თავში და ბოლოში.
იმის გამო, რომ ვირაჟზე მოციგურავეს მარჯვენა და მარცხენა ფეხი სხვადასხვა სახის მოძრაობას ასრულებს, ყინულზე მოსრიალე ზედაპირი დანის ვერტიკალურ სიბრტყესთან სხვადასხვა კუთხეს ადგენს. მარცხენა ფეხისთვის ეს კუთხე 90 გრადუსს შეადგენს, ხოლო მარჯვენა ფეხისთვის ოდნავ განსხვავდება და ციგურის დანის გარე წახნაგი ოდნავ უფრო დაბალია, ვიდრე შიგა. ეს, და აგრეთვე, მოსრიალე ზედაპირის საჭირო სიმრუდე თავში და ბოლოში მიიღწევა ციგურების გალესვის დროს. ფეხსაცმლის ლანჩაზე დამაგრების თვალსაზრისიდაც მარცხენასა და მარჯვენას შორის არის მცირე განსხვავება, კვლავ ვირაჟზე მოძრაობის სპეციფიკურობის გამო, - მარჯვენა ფეხსაცმელზე ფეხსაცმლის ლანჩისა და ციგურის სიგრძივი ღერძები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო მარცხენა ფეხზე კი - ციგურის სიგრძივი ღერძი ოდნავ წანაცვლებულია მარცხნივ.
2)ცურვა — ოლიმპიური სპორტის სახეობა. გამოიყოფა 4 ცურვის სახეობა : კროლი, ზურგზე ცურვა, ბრასი და ბატერფლაი.ცურვის უნიკალური სტილი. კიდურების მოძრაობა ცურვის ამ სახეობაში საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებურიმოძრაობით. მაშინ, როდესაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება „ცურვა“ მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი — თავი შეიმაგროს წყლის ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით
Комментариев нет:
Отправить комментарий