Powered By Blogger

пятница, 4 января 2013 г.

რა არის შავი ხვრელი?


  შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავიამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.                                                                             
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება —ვარსკვლავებინისლეულებიპლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის“.    
პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) პიერ ლაპლასმა 1796 წელს. მან აღნიშნა, რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესაბამისად, ციური სხეული საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც კი, რომ მას გასხლტომოდა, ამიტომაც ის უნდა გამხდარიყო აბსოლუტურად უხილავი, ანუ „შავი ხვრელი".
1939 წელს მეცნიერთა ჯგუფმა რობერტ ოპენჰაიმერის (იგი შემდგომში ატომური ბომბის მამა გახდა) მეთაურობით დაამტკიცა, რომ ანალოგიური დასკვნა შეგვეძლო გამოგვეტანა ა. აინშტაინის ფარდობითობის     დაკვირვებები
შავი ხვრელის მიერ ვარლსკვლავის შთანთქმის მხატვრული წარმოდგენაXX საუკუნის შუა ხანებამდე თვლიდნენ, რომ რადგანაც „შავი ხვრელები" უხილავი იყო, მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ 1968 წელს რადიოასტრონომებმა კემბრიჯიდან აღმოაჩინეს ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც წარმოადგენდნენ ციურ სხეულებს მატერიის ისეთი დიდი კონცენტრაციით, რომ ასეთი ვარსკვლავის ნივთიერების ლობიოს მარცვლისხელა ნატეხის წონა 1 მლნ ტონას მიაღწევდა. არსებობს მოსაზრება, რომ „შავი ხვრელებიც" და ნეიტრონული ვარსკვლავებიც ერთნაირი გზით წარმოიქმნენ — დიდი ვარსკვლავების სიკვდილის შედეგად.
ვარსკვლავებს, ადამიანების მსგავსად, აქვს საკუთარი სიცოცხლის ციკლი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მნათობი, რომელიც ჩვენს მზეს მასით ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც კი აჭარბებს (მზის მასა კი დედამიწისაზე 333 ათასჯერ დიდია), თავისი არსებობის ბოლო სტადიაში, მანამ, სანამ ის საბოლოოდ ჩაქრება, მოკლე დროით გადაიქცევა ზეახალ ვარსკვლავად: ის ფეთქდება და გარშემო ყრის სხვადასხვა ნივთიერებათა ნატეხებს. ერთი დღის განმავლობაში ზეახალი ვარსკვლავი გამოასხივებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც გამოასხივებდა მზე 1 მლრდ წლის განმავლობაში, ხოლო მისი გარსის ნივთიერება სივრცეში უზარმაზარი სიჩქარით — 10 000 კმ/წმ განიბნევა. ის, რაც აფეთქების შემდეგ რჩება, შეიძლება შეიკუმშოს თავისივე მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით და გარდაიქმნეს ნეიტრონულ ვარსკვლავად. მაგრამ თუ აფეთქების ნარჩენი საკმაოდ დიდია, და როგორც მინიმუმი სამჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას, მაშინ შეკუმშვა შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ყოფილი ვარსკვლავი „შავ ხვრელად" გადაიქცეს.ვარსკვლავი „შავ ხვრელად" გადაიქცეს. 
წყარო: http://ka.wikipedia.org


Комментариев нет:

Отправить комментарий