Powered By Blogger

среда, 27 февраля 2013 г.

დავალება 3

 
ლეო 13წ  გამხდარი, პატარა ბიჭია, როცა ის სათამაშოდ მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან როგორც გაუნათლებელი პრიმიტები  პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასთიკად სცემს. ფიზიკური ძალადობას შესწრო ლეოს მეგობარი რომელიც ამ დროს შევიდა სათამშო მოედანზე და პატარა ბიჭის სცემის ფაქტს შეესწრნენ მოზრდილებიც, რომელებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ შეკითხვები:
1.საჭიროა, რომ ლეოს მეგობრარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ ?
2.საჭიროა, რომ მოზრდილები? ჩაერიონ ჩხუbში? როგორ ?
3.სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?
 
1)ჩემი აზრით არ არის საჭირო ჩაერიოს ლეოს მეგობარი  ჩხუბში,თუ ლეოს მეგობარი 13 წლისაა მასაც სცემენ  დიდი ბიჭები.ორივე მეგობარი  დაზარალებული იქნება.
 
2)საჭიროა მოზრდილები ჩაერიონ ჩხუბში.ისინი ორივე მხარის პრობლემებს მოაგვარებენ .დაელეპარაკებიან სიტყვიერად და არა ხელის შეხებით.თუ ხელით შეეხნენ დიდ ბიჭებს ისინი აგრესიულები გახდებიან და შეიძლება უფეოსების  პატივისცემაც დაკარგონ და ამის შემდეგ ლეოს უარესად მოექცნენ.ამიტომ სჯობია სიტყვით მოგვარდეს ეს პრობლემა
 
3)არსებული სიტვაციიდან შეიძლება  მოვძებნოთ ერთი გამოსავალი:მივმართოთ ბავშვთა უფლებების დამცველს და ვსთხოვოთ რომ ეს პრობლემა მოაგვარონ.ლეოს უფლებები აქ ირღვევა და ამას არცერთი ადამიანი არ დაუშვებს.ბავშვთა უფლებეის დამცველი ლეოს საქმეს მოაგვარებს და უფროს ბიჭებს გააფრთხილებს რომ ბავშვის ჩაგვრა არ შეიძლება მით უმეტეს ხელით შეხება.ეს დანაშაულია და კანონით ისჯება,მათ მისცემენ გაფრთხილებას და თუ კიდევ განმეორდება მსგავსი რამ უკვე სხვა ზომებს მიიღებს სახელმწიფო.ყოველთვის უნდა   გახსოვდეს ერთი რამ "იქ მთავდება შენი უფლება სადაც იწყება სხვისი უფლება"


 

суббота, 23 февраля 2013 г.

დავალება 2

  მეორე დავალების შესასრულებლად თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ და აღწეროთ კონფლიქტური სიტუაცია თქვენი გამოცდილებიდან. შეიძლება ეს კონფლიქტი უშუალოდ თქვენ გეხებათ ან თქვენს გარემოცვაში განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მოდელი
ჩევენ ვიცით კომფლიქტის გადაჭრის ექვსაფეხურიანი მოდელი,რომელიც გვეხმარება პრობლემის ადვილად მოგვარებაში.მე შემოგთავაზებთ  კომფლიქტის გადაჭრის ექვსაფეხურიან მოდელს:
1) მოთხოვნები:  S1  და  S2
2)კომფლიქტის   განსაზღვრა
3)კომფლიქტის გადაჭრის გზები
            ა)
           ბ)
           გ)
4)გადაჭრის გზების შეფასება: S1 და S2
5)საუკეთესო გზის არჩევა
6)გადაჭრის ეფექტურობის შეფასება
 
              მინდა გავიხსენო ერთი ამბავი,რომელიც ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.ჩემს ეზოში ცხოვრობს ერთი  გონებაშეზღუდული ბავშვი.მასაც სურს ბავშვებთან თამაში და გართობა,მაგარამ მას ბავშვები არ იკარებენ.აღიზიანებენ ამ ბავშვს .ჩემზე ეს ყოველთვის ცუდათ მოქმედებს.მე ვცდილობ აუხსნა ბავშვებს,რომ ეს არ არის ნორმანული საქციელი,მჭირდება იმის ახსნა,რომ მიუხედავად მისი გონებაშეზღუდულობისა მასაც აქვს უფლება თამაშის.მინდა აუხსნა ბავშვებს ის რომ ეს ბავშვი კიდევ უფრო დაიჩაგრება და აგრესიული გახდება თუ არ ვათამაშებთ.ბავშვები ფიქრობენ რომ ის ხელს უშლით თამაშის დროს და არ იცის ნორმანულად თამაში
 
        1)S1-ათამაშონ უნარშეზღუდული  ბავშვი    
       2)S2-არ ითამაშოს  უნარშეზღუდულმა ბავშვმა
       3)კონფლიქტის გადჭრის გზები
                 
          ა)უფროსი ადამიანი ჩაერიოს,ორივე მხარე შეარიგოს და პრობლემა მაგვაროს.ასე ორივე მახრე კმაყოფილი იქნება.ითამაშებენ ერთად.უფროსის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს  ბავშვისთვის.ჩემი აზრით ყველა შვილისითვის მშობლის სიტყვა კანონია  და თუ მშობელი ეტყვის ბავშვს  რომ ეს ბავშვი არ უნდა დაიჩაგროს და არ უნდა გავრიყოთ ალბათ გაიგებენ ამას.
 
         ბ)ბავშვები შეთახმდნენ ,ის ბავშვი აღარ გამოაჩენს აგრესიას და თამაშის მსვლელობისას  არ შეუშლის ხელს.ბავშვები აღარ გაბრაზდებიან და ათამაშებენ.ორივე მახრე დამეგობრდება და მოგებული იქნება ყველა ბავშვი.
 
         გ)ბავშვებმა არ იციან როგორი  ის ბავშვი სულით.არის განათლებული ის გეოგრაფის ფლობს  უმაღლეს დონეზე.ამითომ ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები სადაც გაიგებენ როგორ უნდა მოექცნენ  უნარშეზღუდულ ბავშვებს.ისინი ჩვენ გვგავან და უკეთესებიც არიან ჩვენზე .როცა გაიგებენ ყველაფერს აღარ გააკეთებენ ცუდს.მათ სჭირდებათ ინფორმაციის წყარო ,   ინფორმაცის წყარო რომ ექნებათ აღარ მოიქცევიან ეგრე.
                
  4)ამ  ვარიანტებიდან ყველას კარგ შედეგამდე მივყავართ.ორივე მხარე კმაყოფილია.და არავინ ზიანდება.
 
 5) ყველაზე  კარგი ვარიანტი არის ა) რადგან ეს ორივე მხარისათვის  კარგი.      დაფიქრდებიან  თავიანთ შეცდომაზე და მიხვდებიან რომ შეცდომა დაუშვეს  აღიარებენ და ამ ბავშვს მიიღებენ.მშობლები არ დაუშვებენ ესეთი რამე კიდევ განმეორდეს თუ კიდევ განმეორდა სხვა ზომებს მიიღებენ.ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა.
 
6)გადაჭირა პრობლემა ორივე მახრე კამყოფილია.  ორივე მხარე მეგობრულად არიან ერთმანეთან.დღეს დღეობით მეგობრობენ.როგორც და ძმა ისე უფრთხილდებიან.



ერთმანეთს.თუ რამე თქვეს ამ ბავშვზე გამოექომაგებიან და არავის ათქმევინებენ ზედმეტს.ერთმანეთის იცავენ ეს ბავშვები

დავალება 1

ორი მეზობელი ვერ რიგდება იმ ღობესთან დაკავშირებით, რომელი მათ სახლებს ერთმანეთისგან ჰყოფს. ერთი მეზობელი თვლის, რომ აუცილებელია ღობის გამოცვლა, რადგან არსებული ღობე მოძველდა; მას სურს, რომ მეორე მეზობელმა გადაიხადოს ღობის გამოცვლის საფასურის ნახევარი. მეორე მეზობელი აღიარებს, რომ ღობე არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არ სურს ღობის გამოცვლასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილის დაფარვა. მეორე მეზობელი მიიჩნევს, რომ ღობის სიძველისდა მიუხედავად ის თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს - მეზობლის ძაღლს აკავებს საკუთარ ეზოში და ძაღლი ვერ გადმოდის მის ბაღში. ზოგადად, მეორე მეზობელს არ მოსწონს, როცა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადღირებული ნივთებით.


პირველ რიგში ჩვენ უნდა შევისწავლოთ კომფლიქტი.როგორც ჩანს ორ მეზობელს პრობლემა აქვს ღობესთან დაკავშირებით  და ვერ  გამოუნახიათ  საერთო ენა.ობიექტი არის ღობე.ღობე რომელიც ორი მეზობელი ორი მხიდან ხედავს.ერთი მხარე ამტკიცებს რომ ღობე არ არის საჭირო გაკეთდეს,ხოლო მეორე ამტკიცებს რომ საჯიროა ღობის გამოცვლა.


1)რადგან ერთ მეზობელს ღობის გამოცვლა უნდა და მეორე მეზობელი თვლის რომ  ღობე თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს  მათ როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა საერთო ენა უნდა გამონახონ.

ა)შეიძლება ერთმა მხარემ დაფაროს თანხით და იყიდოს ხის მასალა,ხოლო მეორე მხარემ ფიზიკურად მიეხმაროს და მუშის ფული აღარ დახარჯოს.ასე ორივე მეზობელი  კმაყოფლი იქნება.არცერთი მეზობლის უფლებები არ დაირღვევა.

ბ)ერთ-ერთმა მეზობელმა მიმართოს გამგეობას და ისინი დაეხმარებიან.პატარა პრობლემაა მაგრამ ხალხის თხოვნას უყურადღებოდ არ ტოვებეს სახელმწიფო.შეარიგებენ ორივე მხარეს და დაეხმარებიან ,როგორც ფიზიკურად ასევე  გამოუყოფენ საჯირო მასალას.

გ)თუ ისინი კარგი მეზობლები არიან არ უნდა დაკარგონ ერთმანეთის ნდობა და სიყვარული.ორივე წავიდნენ კომპრომისზე და ერთმანეთის ხელშეწყობით  მოაგვარონ პრობლემა.

დასკვნა:

ამ სავარაუდო პასუხებიდან ყველაზე კარგია ბ) პასუხი.ორივე მხარე კმაყოფილი იქნება ორივე მხარე მოგებული იქნება,არავის უფლება არ დაირღვევა.კომფლიქტი მოგვარდება და ორივე მხარე შერიგდება .თავაინთ მეგობრობას ერთი ღობის ფასად არ გაცვლიან.ამ ამბავს ისინი სიცილით გაიხსენებენ როგორც კარგი მოგონება რომელმაც ორივე მახრე დააფიქრა და ჭკუა ასწავლა,ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს.

პრობლემა მოგვარდა ჩვენი დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანეთ და ორ მეზობელს დაუბუნეთ ერთმანეთის პატივისცემა.

                            მ  ა დ ლ ო ბ თ          ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი ს ა თ ვ  ი ს!!!

среда, 13 февраля 2013 г.

"როგორ დავძლიოთ სტერეოტიპი"

      რა არის სტერეოტიპი? ამ საკითხზე ყველას თავსი შეხედულება აქვს.მაგრამ სტერეოტიპს ხალხი ქმნის    მერე ავრცელებს ეს ისე როგორც"ჭორმა იარა იარა სოფელი შემოიარა"                                
    

     სტერეოტიპს ხალხი ქმნის.უბრალო მაგალითს მოვიყვან რომელიც მე ყოველ დღე მხვდება.ყოველი თვის რიცხვ 13-ში მეუბნენიან რომ ფრთხილად ვიყო რომ 13 რიცხვში ქვეყნის ახსასრული დგება და შეიძლება მანქანამ გადამიაროს ან რამე მომხვდეს თავში :D :D :D.მე კი ხალხს ვეუბნები ზოგჯერ უკვე ვუყვირივარ ერთი და იგვე ამბავს რომ მეუბნებიან სხვადასხვა ფორმით მინდა გაიგონ ერთი რამ თუ თავისი თვალით არ დაინახავენ იმ ამბავს ნუ გაავრცელებენ.

       არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებსაც არ შეუძლიათ დაძლიონ სტერეოტიპი.რაგდან უყვართ საუბარი ანუ ჭორაბა უაზრო თემებზე არ შეუძლიათ რამეზე არ ისაუბრონ რაღაცას გაიგებენ და ამატებენ თავის აზრს და სხვას გადაცემენ.
   
   მაგრამ ხალხის 80% -ს ხომ შეუძლია გაიგოს მოისმინოს და სტერეოტიპი დაძლიოს.სტერეოტიპის დასაძლევად შეიძლება გატარდეს ღონისძიებები რამდენიმე ადამიანმა დააპროექტოს ეს თემა და სკოლაში თუნდაც  ჩაატაროს რამოდენიმეჯერ ეს ღონისძიება.ან გაკეთდეს ბუკლეტები და ხალხს დაურიგონ რათა გავჩელდეს ეს ამბავი და ყველამ გაიგოს სტერეოტიპები

   რადგან ინტერნეტი ხალხის ერთერი იმფორმაციიის წყარო გახდა შეგვიძლია  გავაკეთოთ გვერდი სტერეოტიპების შესახებ და გავავრცელოთ ან "facebook" რადგან ყველასთვის ცნობილია გავავრცელოთ ეს ლინკი ან სხვის კედლებზე დავფოსტოთ ამ ამბის შესახებ.მოვიწვიოთ ხალხი ჩვენს ღონისძიებაზე.
 
შეგვიძლია მივმართოთ ახალციხის ბიბლიოთეკას და იქაც ჩავატაროთ მოკლე პრეზენტაცია.დავუტოვოთ ბუკლეტები და როდესაც მკითხველი მივა მისცენ ეს ბუკლეტი.

და ბოლოს მე მინდა მივმართო ჩემს მკითხველს არასოდეს არ ისაუბროთ ამბავზე,რომელიც თქვენ არ დაგინახავთ გთხოვთ არ დაუჯეროთ სხვის მონაყოლ ამბავს.

пятница, 1 февраля 2013 г.




blogger

 
blogger               blogger               blogger

                        

    blogger      



         მოგესალმებით ყველას,ბევრი ფიქრის შემდეგ   გადავწყვიტე  ჩვენი ტერნინგების მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა და გამეხსენებინა ის კარგი დღეები რაც  გავიარეთ.                                                                                                                                                            ერთ დღეს  მასწავლებელმა გვითხრა დაგვეწერა  თემა "რა არის დემოკრატია".ჩვენ დავწერეთ ეს თემა.გავიდა რამოდენიმე დღე და გვითხრა  მასწავლებელმა რომ მოიწონეს ჩვენი თემა და უნდა წავსულიყავით ტრენინგზე .პირველმა დღემ კარგად ჩაიარა გავიგე ბევრი ახალი და საინტერესო ასევე ვისწავლე ჯგუფში მუშაობა.შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი.მეორე ტრენინგის დროც დადგა თემა რაზეც უნდა გვესაუბრა იყო"ტრადიცია და ტრადიციული კერძები".ყველამ წარადგინა თავისი ნამუშევარი  ვისაუბრეთ ეს ტრენინგიც შემეცნებითი იყო და ძალიან გახარებული დავბრუნდი  სახლში                                                                                                                                                         .  მესამე ტრენინგის თემა იყო"ადამიანის უფლებები".ჩვენ გავიგეთ როგორი იყო ადამიანის უფლებები,ირღვეოდა თუ არა ეს უფლებები,გავაკეთეთ სავარჯიშოები,განვიხილეთ ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება.ტრენინგმა შემეცნებითად და სახალისოდ ჩაიარა.    კიდევ          ვნატრობდი გაგრძელებულიყო ტრენინგი.მე კიდევ ველოდები საინტერესო ტრენინგებს.მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ეს პროექტი შექმნა.ჩვენს ტრენერებს ბატონ:მერაბს და პაატას.ბატონ ელგუჯას რომელმაც ჩვენს გამო თავი შეიწუხა და ადამაინის უფლებები გაგვაცნო. ასევე თათიას რომელიც გვეხმარებოდა ბლოგის შესწავლაში ის რომ არა ბლოგს უკეთსად ვერ ვისწავლიდით.მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გადაუხადო თითეულ ბლოგერს რომ ასეთი კარგები ხართ.მარნეულელებო ძალიან მაგრები ხართ ასევე მეგობრულებიც.ბევრი რამ იცით რასაც სხვასაც  უზიარებთ.დიდი მადლობა ჩემს მეგობარს მარი ყირიმლიშვილს რომელიც ყოველთვის ჩემს აზრს მხარს უჭერს.ყველანი ძალიან მაგრები ხართ და ძალიან მეგობრულები.მიყვარხართ <3 <3 <3 <3 <3