მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას
ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ, ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?!“ჩვენი კეთილმსახური წინაპრებისათვის ასეთი დაეჭვება, რა თქმა უნდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. მათ კარგად უწყოდნენ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყეველად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ადამიანთა რწმენასაც კაცობრივი ამაო შეხედულებები კი არ განამტკიცებდა, არამედ ის ნიშნები და სასწაულები, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.
აი, რამდენიმე ასეთი უმნიშვნელოვანესი სასწაული:
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რაც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს

თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი
ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.
მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი
კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა
იესოს ხელთაგან.მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში (ეს სასწაულიც აღესრულებოდა ისევ და ისევ ძველი სტილით - იულიანური კალენდრის მიხედვით) და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა! (1997 წელს ამ ხატის მცელი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).
წმიდა ჯვარის გამოცხადება
ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ!

პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.
XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ“.
აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთღვრით ლოცულობდა.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერცერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას, გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად!
წიგნიდან: „მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი“,
თბილისი, 2002
Комментариев нет:
Отправить комментарий